15 პირველი ადგილი, 6 – მეორე, 3 – მესამე და ოქროს თასი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტაეკვან-დოს კლუბის “მამბას” სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და ახალციხეში 24 მედლით და ოქროს თასით დაბრუნდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის დამფუძნებელი და მწვრთნელი, ნინა გონგაძე გვაწვდის.
აქვე იხილეთ ვიდეო შესახებ: 20 წელი სპორტში – ტაეკვონ-დოს “შავი ქამარი მესამე დანის” მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი
ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი “თბილისიადა” თბილისში, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში ჩატარდა.