15 სახეობის კვერცხს ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობაზე შეამოწმებენ

December 9, 2022

 

საქართველოში, 15 სახეობის კვერცხზე ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობაზე კვლევების ჩატარება იგეგმება, – პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ეკუთვნის.

პროგრამის კოორდინატორის, ვახტანგ ყულალიძის თქმით, ქვეყანაში ანტიმიკრობული ანტიბიოტიკების და პრეპარატების რეზისტენტულობის პრობლემა დგას, რომლის ერთ-ერთი წყარო სურსათია, მათ შორის კვერცხი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1.27 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, რამაც კვლევების აუცილებლობა გამოიწვია.

ზემოთაღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთვის და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალციხის ოფისში ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს ესაუბრნენ.