150 000-ზე მეტი ლარი, 11 სოფლის გარე განათებისთვის-ახალციხე

September 13, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ჯამში 150 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.


გარე განათების მოწყობის სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა ორ ეტაპად გამოცხადდა. ანდაში, ანდრიაწმინდაში, ხეოთში, მუსხში და ურაველში გარე განათების მოწყობისთვის 65 000-მდე ლარია გათვალისწინებული, ხოლო ზიკილიაში, აწყურში, თისელში, ტყემლანაში, გიორგიწმინდაში და წნისში 90 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავენ.


ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ თანხის ნაწილი ადგილობრივი, ნაწილი კი – ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ორივე შესყიდვაზე წინადადებების მიღება 14-17 სექტემბერს იწარმოებს.