საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი, 158 გამოვლინდა. 9 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
იმავე წყაროს მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 075 შეადგენს, ამათგან 1 363 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში 5 882 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი რჩება. საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილთა რაოდენობა კვლავ 41-ს შეადგენს.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 28 მილიონს აჭარბებს.