ავტორი: მირანდა ფუტკარაია
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მკვიდრის მაია ქართველიშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება,-ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვაწვდის.
დაკარგული მოქალაქის ძიებასთან დაკავშირებით იგივეს გვეუბნებიან დმანისის მუნიციპალიტეტშიც. მაია ქართველიშვილი მდინარე ქციის ტერიტორიიდან 16 აპრილს დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია facebook -ის საშუალებით გავრცელდა.
მაია ქართველიშვილი სრულწლოვანია. ოჯახის განცხადებით, რაიმე სიახლე მათთვის ცნობილი არ არის.