18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში, ევროკავშირის დაფინანსებით

March 28, 2025

18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში, ევროკავშირის დაფინანსებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და თემში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიმართულებით

ვრცლად ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში, ევროკავშირის დაფინანსებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და თემში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიმართულებით, – პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას” “ჰექს-ეპერ” საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. 

პროექტის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის შედეგებზე ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. 

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, ახალქალაქელმა აქტივისტმა, არმენ ირიციანმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირების მეშვეობით, ახალქალაქის 13 სოფელში ნაგვის ურნები დადგა და ნარჩენების გატანის პრაქტიკა დაამკვიდრა იქ, სადაც ამ დრომდე საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა ურნაში, არამედ ხევში ხვდებოდა. 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალქალაქის პარკში დადგეს ეკრანი, სადაც შეხვდებით ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების, სპორტული ღონისძიებების შესახებ, ფეხბურთის მატჩებს და ა.შ.

ამავე პროექტის ფარგლებში, 2023 წელს, ჩვენმა ტელეკომპანიამ ნინოწმინდის მერიას, ქალაქის ცენტრში არსებული დაბინძურებული მდინარის დასუფთავების თხოვნით განცხადებით მივმართეთ.

პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი თვალიაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში 10 ადვოკატირების კამპანია განხორციელდა, ქვემო-ქართლში 8, მათ შორის ერთი კამპანია რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ჯამში პროექტის ფარგლებში, 50 000 ევროს მოცულობის გრანტები გაიცა.