2 სამგზავრო ავტობუსის ყიდვას გეგმავს ახალქალაქის მერია, 400 000-ზე მეტ ლარად, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 35 ადგილიანი 2 ახალი ავტობუსის შეძენა. მერიაში გვეუბნებიან, რომ ტრანსპორტის მიმართულებები ჯერ განსაზღვრული არ არის.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო წინადადებების მიღება
ხვალ იწყება და 28 აპრილამდე გაგრძელდება.