Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

2 დღე ცოფის შემთხვევის დადასტურებიდან კარანტინის გამოცხადებამდე – წალკაში ცოფი წელსაც დადასტურდა

April 8, 2026

ცოფის შემთხვევის დადასტურებიდან კარანტინის გამოცხადებამდე 2 დღე – სურსათის ეროვნულ სააგენტოს სწორედ ეს დრო დასჭირდა წალკაში ცოფის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და კარანტინის გამოსაცხადებლად.

არადა, წალკაში სავარაუდოდ ცოფით ინფიცირებული მელიის შესახებ მოსახლეობა ორი დღის წინ, 6 აპრილს წერდა. სოციალურ ქსელში ანონიმური მომხმარებელი წერდა, რომ ეზოში შეამჩნიეს მელია, რომელიც ცოფიანი აღმოჩნდა, ხოლო მისი ძაღლი თავს კარგად ვერ გრძნობდა. მომხმარებელი ყურადღების მიპყრობას და რჩევებს ითხოვდა თუ ვისთვის მიემართა.

რატომ დასჭირდა ორი დღე სახელმწიფო ორგანოს ცოფის შემთხვევის საჯარო დასტურისთვის?

რატომ გამოცხადდა კარანტინი მუნიციპალიტეტში 8 აპრილის და არა 6 აპრილს, მაშინ როდესაც შემთხვევა მოხდა?

რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია დრო ცოფის გავრცელების რისკებისთვის ? – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ჩვენს რედაქციას ეს შეკითხვები ჰქონდა, თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ.

საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

“სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა 6 აპრილს გამოავლინა. ხოლო, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წალკაში ცხოველს ცოფი დაუდასტურდა. გასული წლის ოქტომბერში, წალკის სოფელ დარაკოვში მელამ კიდევ ერთი ძაღლი დაკბინა, რომელსაც შემდგომ ცოფი დაუდასტურდა. შედეგად კი – სოფლიდან 3 კილომეტრის რადიუსში კარანტინი გამოაცხადეს.

წალკაში, ცოფის ინფექციის კერიდან 3 კმ.ს რადიუსში კარანტინი დაწესდა – სეს