ახალციხეში, კლინიკა ევექსში ასტრაზენეკას 20 დოზა ვაქცინა შეიტანეს და ვაქცინაცია ხვალ 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის მენეჯერი ბესო ბურჯალიანი.
რაც შეეხება აცრის მსურველებს. ახალციხეში Booking.moh.gov.ge–ის მიხედვით 21 მსურველია დარეგისტრირებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ჯამში 38 553 პირია აცრილი, რომელთაგან 26 პირი სამცხე-ჯავახეთშია.
ახალქალაქში კორონავირუსის ვაქცინის გატანისას მუნიციპალიტეტში მხოლოდ 1 ამპულა დარჩა, თუმცა ამ დრომდე მსურველი არ გამოჩნდა.
კლინიკის დირექტორის, ალექსანდრ თოროიანის თქმით, ვინაიდან ვაქცინის ვადა მაისამდეა შესაძლოა ხვალ უკან დააბრუნოს.
ცნობისთვის, ჯავახეთში დარეგისტრირებული იყო 6 პირი, ახლა აღარცერთი.