გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქსესუარების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება გარდაბანთან ერთად სოფ. სართიჭალისა და მარტყოფისთვის იქნება განკუთვნილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მუნიციპალიტეტი ამისთვის 199 900 00 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ტენდერი გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყო. თუ ვინ იქნება გამარჯვებული, წინადადებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. წინადადებების მიღება 26 ნოემბერს სრულდება.
დოკუმენტების თანახმად, მუნიციპალიტეტი გეგმავს საახალწლო დეკორაციების, ირმების, ბურთების და განათებების შეძენას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გარდაბანში მოირთვება აღმაშენებლის, სიხნოს ქუჩები, 9 აპრილის სკვერი, ეკლესიის ფასადი, საკრებულოსა და კულტურის სახლის შენობები.
ტენდერით გათვალისწინებულია ნაძვის ხეების მონტაჟი და დემონტაჟი, რომლებიც გარდაბანში, სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფში დაიდგემება. საახალწლო დეკორაციებით მოირთვება სოფელი სართიჭალა და მარტყოფიც.
Tags: გარდაბანი, საახალწლო დეკორაცია