სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების 200 ლარიანი კალათები გადაეცათ – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყებაში TOK TV-ს განუცხადეს, რომ კალათებში იყო როგორც არამალფუჭებადი პროდუქტი ასევე პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. კალათის გადაცემა მოსახლეობისთვის UNICEF-ის ფინანსური დახმარებით მოხერხდა.
პროდუქტების კალათები, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირებს გადასცეს.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889