ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსზე აღებული 200-მდე ტესტიდან 55 დადებითია, მათგან ახალციხეში 43 პირია, ადიგენში 10 და ახალქალაქში – 2. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ინფიცირებულების 163 კონტაქტია გამოვლენილი. სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულები არიან როგორც კონტაქტში მყოფი პირები ასევე ახალი კლასტერის წარმომადგენლები.
ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში სულ გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი და გარდაცვლილია – 8.
თვითიზოლაციაში – 1009 და კარანტინში – 370 პირია მოთავსებული.