200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს ახალქალაქის მერია სოფელ ალასტანში სასმელი წყლის მაგისტრალის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში იგეგმება 23 მეტრიანი სათავე ნაგებობის და 4 700 მეტრიანი მაგისტრალის რეაბილიტაცია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა შპს “მელიზამ” მიიღო და სამუშაოებისთვის 180 000 ლარი შესთავაზა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი.
კომპანიას, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეა.