90 წლის მარგარეტ კინანი პირველი მოქალაქეა, რომელიც დიდ ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
”ეს დიდი მომენტია ყველასთვის, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს ნიშნავს აღსასრულის დასაწყისს” – თქვა ფარმაცევტმა კაილი ბენ-სასიმ.
ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.
ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის ინფორმაციით, მისი ეფექტურობა 95%-ია.
ოფიციალური მონაცემებით, მარტიდან უელსში კორონავირუსით 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.