ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისთვის ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს და მანქანას გადასცემენ მას, ვისაც დასჭირდება. კონკრეტულად ვის? უწყებაში არ გვპასუხობენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მანქანა უნდა იყოს მინიმუმ 2017 წელს გამოშვებული, ბენზინის ძრავით. არაუმეტეს 100,000 კმ გარბენით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 27-29 აპრილს.