ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
რამდენიმე დღეში 2020 წელი დასრულდება. ალბათ ყველას გვახსოვს ვამბობდით “მრგვალი თარიღია და ყველაფერი უკეთესობისკენ წავაო”. ახალ წელს ახალი და ბევრი იმედი მოჰყვება, როგორც წესი… 2019 წლის დეკემბერში რთულად წარმოსადგენი იყო, რომ თითქმის მთელი მომდევნო წლის განმავლობაში პირბადის, ფარის და ანტიბაქტერიული ხსნარების გამოყენება მოგვიწევდა, შეჩერდებოდა ტურისტული ინდუსტრია და ცხოვრება ონლაინ გადაინაცვლებდა.
- კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ჩვენ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საპარალმენტო არჩვენებიც შედგა, რომელმაც საქართველოში პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და ჯანდაცვის სირთულეებს, პოლიტიკურიც დაუმატა.
- რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ სამცხე-ჯავახეთში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარომადგენლები 2020-ს და რა გამოწვევების წინაშე დადგნენ პანდემიის ფონზე?
- “სამცხე-ჯავახეთი სავარაუდო კორუფციული შემთხვევებით ლიდერია” ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი. თამუნა უჩიძე ასევე აფასებს არჩევნებს და ამბობს, რომ “არჩევნებმა წელს ყველაზე ცუდად ჩაიარა.”
- 2020 წლის მოვლენების შეფასებისას არჩევნებს და მის შედეგებს გამოყოფენ დემოკრატ მესხთა კავშირში და ასოციაცია “ტოლერანტში” და ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე პოლიტიკური პროცესები ადამიანის ძირითად უფლებებზე უარყოფითად აისახა.
- ადამიანის უფლებებზე, უფრო კონკრეტულად კი ქალთა უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას ორგანიზაცია “ფაროსში”. ირინა კარსლიანი გვეუბნება რომ პანდემიის გამო სახლში ძალადობის შემთხვევები გახშირდა, შემცირდა საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა ჩართულობა და გართულდა ონლაინ რეჟიმზე გადასვლისას ბენეფიციარებთან მჭიდრო კონტაქტი.
- კიდევ ერთი მკაფიოდ გამოკვეთილი ჯგუფი რომელთა უფლებები და ინტერესები პანდემიის პირობებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ეს შშმ პირებია. ახალციხის ორგანიზაცია “თანადგომა შვილებს” ხელმძღვანელი, მაია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მათთვის რთული იყო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რადგან ბენეფიციარებს გაუჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება, ხოლო გადალახული ბარიერები, ჩაკეტილი ცხოვრების გამო თავიდან დასაძლევი გახდა.
- ონლაინ სწავლება გახდა ალტერნატივა, რომელმაც ზრდასრულთა ცენტრს სამოქმედო არეალის გაზრდა და ბენეფიციარების დამატების შესაძლებლობა მისცა, თუმცა არის მიმართულებები, რომელბიც დროებით შეჩერდა. მათ შორის, მზარეულის და სუვენირების ოსტატის კურსები.
“დარჩი სახლში” “დაიცავი დისტანცია” “ატარე პირბადე” – მსგავსი მოწოდებები, ეპიდემიოლგების ნაწილის პროგნოზით, შესაძლოა 2021 წელსაც გავიგონოთ, თუმცა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია დაწყებულია და დარგის სპეციალისტები პროცესზე დიდ იმედებს ამყარებენ. ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ ინგა ირიციანი და მიშო დარბაიძე, TOK TV.