ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი ე.წ “სამხედრო დასახლების” ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. ამჯერად ახალციხის მერია ყოფილი კლუბის რეაბილიტაციას და ამისთვის მილიონ ნახევარ ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს.
თანხა ორ წელზეა გადანაწილებული 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 ათას ლარამდე , ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. ხოლო 2022 წელს საბიუჯეტო სახსრებიდან გათვალისწინებულ თანხას შეადგენს – 700 ათას ლარზე მეტს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს. განცხადებების მიღება იწარმოებს 19-24 ივნისამდე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ ყოფილი “სამხედრო დასახლების” ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტდარბაზის, ახალგაზრდული ცენტრის და საბავშვო ბაღის მშენებლობა.