ავტორები: საიდა მამედოვა, სოფიკო ქარცივაძე
საწარმო 2018 წლიდან ოფიციალურდ ამუშავებს ნედლ რძეს და აკეთებს ყველის სხვადასხვა სახეობას, როგორიცაა: იმერული ყველი, სულგუნი, პიტნიანი, დაწნული და შებოლილი სულგუნი.
ბავშვობიდან ოცნებობდა საკუთარ ბიზნესზე.ბევრი სირთულის და დაბრკოლებების მიუხედავად ყველაფერი შეძლო.
“ათი წლის ვიყავი, როცა მამამ გვერდით დამიყენა და ყველაფერი მასწავლა ბიზნესზე.”
2022 წლის ივნისში ოფიციალურად გეგმავს აჭარული, ტრადიციული “ყურუთის” ქართულ ბაზარზე გატანას.
ასევე გეგმავს აჭარული, ტრადიციული, ყველის “შუშველა-ს” წარმოებას. მისი აზრით ეს წამოწყებები გააცოცხლებს მივიწყებულ აჭარული პროდუქტების ტრადიციას.
“დღეს უკვე თამამად ვამბობ, რომ ვარ მეწარმე ქალი, რომელიც აწარმოებს ისეთ ნატურალურ პროდუქციას, რომელიც ქართული ბაზრისათვის დიდი ფუფუნებაა”.