26 მაისის ღონისძიება ახალციხეში – დადგენილება

April 17, 2025

რა ღონისძიებები გაიმართება და რომელ მუნიციპალიტეტში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, – “ქართული ოცნების” მთავრობამ ამ დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმის მიხედვით, ახალციხეში შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი: 

  • სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • შსს-ს ტექნიკის გამოფენა, საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, იგეგმება:

  • ღვინის ფესტივალის გამართვა,
  • წიგნების გამოფენა-გაყიდვა,
  • ხალხური რეწვის, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა,
  • სპორტული ღონისძიებები,
  • თოჯინების თეატრის სპექტაკლი,
  • ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების კონცერტი და სხვა აქტივობები.

რა თანხის დახარჯვა იგეგმება ღონისძიებებისთვის? – უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 26 მაისს, ღონისძიების გამართვა იგეგმება ახალქალაქში და ბორჯომში.