107 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
იმ პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულმა და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.