107 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
“არაფრისგან რაღაცის შექმნა უფრო ხელოვნებაა,” – სხვადასხვა ნარჩენებით ამზადებს ნახატებს და სხვა აქსესუარებს, ხელოვანი ნათია კეთილაძე.
ახალციხეში, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს, “რაბათის ციხის” ტერიტორიაზე ნათია კეთილაძის ნამუშევრებსაც შეხვდებით.
ფრინველის ბუმბულით გაკეთებული ჩანჩქერი, ქაჯეთის ციხე – ხელოვანი, გულნარა ხუციშვილი წლებია ბუმბულით სხვადასხვა ნახატებს ამზადებს.
ღონისძიების ორგანიზებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 250 000-ზე მეტი იხარჯება.