მაღალი გამავლობის სატვირთოს და ამწე კალათას ყიდვას, ასპინძის მერია, 260 000-მდე ლარად გეგმავს . ამის შესახებ ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადებულია, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ამწე კალათისთვის მერია 190 000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს.
ხოლო, სატვირთოსთვის – 69 000 ლარია გათვალისწინებული.
რა მიზნით ყიდულობს ასპინძის მერია ავტოტრანსპორტს? – უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 15-18 მარტს იწარმოებს და თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.