ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 27 წლის გარდაცvლილი ქალის საქმის შესწავლა დაიწყო- ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.
დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი რედაქცია უწყებიდან პასუხს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი გუშინ ახალქალაქის კლინიკა ევექსში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.