ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 3 ახალი, მინიმუმ 2023 წლიანი ავტომანქანის CHEVROLET COBALT-ის ყიდვას გეგმავს, რომლისთვისაც 120 000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა “სტრადა მოტორსიმ” მიიღო და მერიას ერთი ავტომანქანისთვის 42 500 ლარი შესთავაზა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
მაშინ, როდესაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასულ წელს მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, უწყებას 66 ავტომანქანა ჰყავდა რატომ დასჭირდა ახალციხის მერიას ავტომობილების შეძენა და რა დანიშნულებით გეგმავენ მათ გამოყენებას? – მერიიდან პასუხის მიღებას ველოდებით, მასალაც შესაბამისად განახლდება.
63 ავტომანქანა და დამატებით კიდევ 3 – რა დანიშნულებით იყენებს ახალციხის მუნიციპალიტეტი ავტომანქანებს
მოკლედ კომპანიის შესახებ: “სტრადა მოტორსი” 2011 წელს დაფუძნდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიხედვით, მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, 66 ტენდერის საშუალებით 20 000 000-მდე ლარი აქვს მიღებული, ხოლო 276 გამარტივებული შესყიდვით – 17 000 000-მდე ლარი.