30 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება ახალციხის სოფელ საყუნეთში, სანიაღვრე არხის მოწყობისთვის, – ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება.
საყუნეთში მცხოვრებლებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” გამართულ შეხვედრაზე სანიაღვრე არხების მოწყობა ითხოვეს, რომელსაც დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.
ამავე თემაზე: რა პრობლემების მოგვარება სურთ საყუნეთლებს