სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლისთვის 330 პირველ კურსელი ჩაირიცხა, ამათგან 30 ფასიან პროგრამაზე, ხოლო დანარჩენი, 300 უფასოზე.
მათ შორისაა ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული 65 პირი, – ინფორმაციას ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ახალკაცი გვაწვდის.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში 12 სპეციალობიდან 10 – უფასოა.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, ახალკაცის თქმით, დაწყებულია განცხადებების მიღება, გამოცდები 9-14 სექტემბერს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც გადაწყდება რამდენი სტუდენტი ეყოლებათ.
აქვე გეტყვით, რომ წელს, საქართველოს მასშტაბით უნივერსტეტებში 29 362 აბიტურიენტი ჩაირიცხა.