34 400 000 – რამდენით განისაზღვრება ახალციხის 2025 წლის ბიუჯეტი 

November 20, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონამდე ლარით განისაზღვროს, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის 2 მილიონით მეტია, – ბიუჯეტის დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე გადაგზავნა და პარასკევს, 22 ნოემბერს 14:00 საათზე საჯარო განხილვა იგეგმება. დასწრება თავისუფალია.

წლის მთავარი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 5 მილიონზე მეტი ხელფასებზე მოდის. 

ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწერილია 8 მილიონამდე ლარი; წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის – მილიონ 400 000-მდე, ხოლო დასუფთავების და გარემოს დაცვის მუხლში 3 მილიონ ნახევარზე მეტია გაწერილი. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მერია მომავალ წელს გეგმავს ქალაქ ახალციხეში ნათენაძის, ფარსმან მეფის, ნებიერიძის და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაცია – 3 500 000 ლარად, ხოლო სოფელ მუსხში და სოფელ ივლიტაში ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას – 1 400 000, ლარად.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობების და რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის 200 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლებია აღნიშნული მუხლიდან მერია მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას აფინანსებს. 

ბიუჯეტის დოკუმენტი სრულად შეგიძიათ იხილოთ ბმულზე: ( დააჭირეთ აქ )