ქალის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – შეხვედრა ახალქალაქში

July 22, 2024

რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში და როგორ უნდა დავიცვათ თავი წინასაარჩევნოდ გავრცელებული მითებისგან და დეზინფორმაციისგან, საკითხებზე ახალქალაქში მულტიეთნიკურ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იმსჯელეს.

ორ ეტაპიან შეხვედრას 40 მეტი ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა ესწრებოდა, როგორც ისინი ამბობენ ქალებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან შესაძლოა მათი ხმა გადამწყვეტი იყოს.

შეხვედრებზე მოწვეულმა სპიკერმა თეონა ზურაბაშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა, არჩევნები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, ქალთა როლი არჩევნებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო სტანდარტები და ზოგადი პრინციპები-ელექტრონული არჩევნების შესახებ ,ქალთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის (DEP-ის) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “შენი ხმა უნდა ისმოდეს ” ფარგლებში გაიმართა. 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.