4 373 867 ლარი ახალციხისთვის – “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი”

January 29, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 300 000 ლარზე მეტი გამოიყო, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 პროექტი დაფინანსდება – ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გვიდასტურებს და ამბობს, რომ პროექტები პრობლემების სიმწვავედან გამომდინარე გამოიკვეთა.

“ყველაზე აქტუალური რაც იყო იმ პროექტებისთვის გამოიყო თანხა. მუგარეთში სასმელი წყლის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება. რისი მოთხოვნაც უფრო იყო ის პროექტი ფინანსდება,” – გვითხრა ნოზაძემ.

პროექტების ჩამონათვალი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს შემდეგია:

  • ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ  ინფრასტურქტურის, მისასვლელი გზისა და  პარკინგის მოწყობა;
  • ქალაქ ახალციხეში,რუსთაველის ქუჩაზე, N124 -ში სპორტული კომპლექსის და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა;   
  • სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • სოფელი მუგარეთის სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა;
  • სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია;
  • სოფელ წნისში სატუმბი სადგურისა და  სარწყავი სისტემების  რეაბილიტაცია.