ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის, მიმდებარედ კი ატრაქციონების და სპორტული ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება – ამისათვის ტენდერი 400 000-მდე ლარზეა გამოცხადებული, – ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თაყაიშვილის ქუჩა N90-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა და შესაბამის ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ტრენაჟორების, საქანელის და მულტიფუნქციური ატრაქციონის მოწყობა.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, თანხის ნაწილი ადგილობრივი, ნაწილი კი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
