სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ “ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა. საპირისპირო ვრცელდება სოციალური ქსელში. ერთ-ერთი მომხმარებელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ფურცელს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ “ბაკურიანი ციდას” ბოთლიდან აღებულ ნიმუშში ნამდვილად იყო გამჭვირვალე სითხე, “რომელიც შეიცავს აზოტმჟავას.”
დოკუმენტის ავთენტურობის გადასამოწმებლად ჩვენს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ბაკურიანის წყლის ბოთლიდან დალეული სითხით მოიწამლა და იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებები უარყოფენ, ვრცელდება ინფორმაცია უფრო მეტი მოწამლული ბავშვის შესახებ.
იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ ინფორმაციას ბავშვის წყლით მოწამვლის შესახებ, არც მიზეზებზე გვესაუბრებიან და ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას მესამე პირზე ვერ გასცემენ.
საკითხზე მიტი დეტალის მისაღებად ჩვენ მივწერეთ კომპანია “IDS ბორჯომ საქართველოს” მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.
ამავე თემაზე: მოიწამლა თუ არა “ბაკურიანის” ბოთლიდან დალეული სითხით ბავშვი?