ChatGPT-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, ფუნქცია გრძელ საუბრებს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტად შეაჯამებს, რათა საუბრის მნიშვნელოვანი დეტალები არ დაიკარგოს.
თბილისი, 9 აპრილი, 2024 – Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ზარების სფეროში, აპლიკაციაში OpenAI-ის ტექნოლოგიის ინტეგრირებას იწყებს, რათა დაამატოს ჯგუფურ ჩატებში წაუკითხავი შეტყობინებების შეჯამების AI ფუნქცია. ეს განახლება შექმნილია მილიონობით დაკავებული მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გთავაზობთ მარტივად და სწრაფად, შემაჯამებელი რეზიუმეს სახით გაეცნოთ ჯგუფური ჩატის 100-მდე წაუკითხავ შეტყობინებას.
ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ფუნქცია, მყისიერად ამოიღებს მომხმარებლის ჯგუფური საუბრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს და რამდენიმე პუნქტში, მოკლედ შეაჯამებს. ეს განახლება, მომხმარებლების არა მხოლოდ დროს და ენერგიას დაზოგავს, არამედ დაეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში. ასევე, საუბრის მყისიერი შეჯამება, მომხმარებელს სთავაზობს ჰქონდეს უახლესი ინფორმაცია გრძელი ჩატების გაცნობისა და საუბრიდან გადახვევის გარეშე.
ჯგუფურ ჩატებზე ფოკუსირებული AI-ის შეჯამების ფუნქცია, Viber-ის მომხმარებლებში კომუნიკაციის ყველაზე პოპულარული ფორმისთვისაა განკუთვნილი. მათ შეეძლებათ მარტივად ამოიღონ გრძელი საუბრიდან ძირითადი გადაწყვეტილებები, სამოქმედო პუნქტები და სადისკუსიო თემები, რათა ადვილად გაიგონ, თუ რა ხდება ჯგუფურ ჩატში. წარმოიდგინეთ, რა კომფორტული იქნება მშობლისთვის, რომ ამ ფორმით მიიღოს ინფორმაცია შვილის სასკოლო აქტივობების ან სპორტული გუნდური ღონისძიებების შესახებ. ან, რა ადვილია მარტივად გაიგო, თუ რას აპირებენ ოჯახის წევრები დაბადების დღის წვეულებას აღსანიშნად, ან როგორ გეგმავენ მოგზაურობას მეგობრები საერთო ჩატში.
ფუნქციის აქტივაცია კიდევ უფრო მარტივი იქნება: მომხმარებლები, რომლებიც გახსნიან წაუკითხავი შეტყობინებებით სავსე ჯგუფურ ჩატს, მიიღებენ კითხვას, სურთ თუ არა მიიღონ საუბრის გამოტოვებული ნაწილის შეჯამება. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯამება ხილული მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის იქნება, რომელმაც მოითხოვა მისი მიღება. შედეგად, მაქსიმალურად დაცული იქნება მომხმარებლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.
ამ ფუნქციის შექმნისას, სწორედ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება იყო მთავარი ამოცანა. შეჯამებული კონტენტი, მომხმარებლების სახელების მიღმა არ შეიცავს რაიმე იდენტიფიკატორს, ამიტომ გარე დამკვირვებლისთვის, კონკრეტული საუბრები გარედან ვერ იქნება დაკავშირებული ჯგუფის რომელიმე წევრთან. გარდა ამისა, Viber-ს არ აქვს წვდომა შეინახოს საუბრები ან შეჯამებები თავის სერვერებზე, რაც ქმნის უსაფრთხო და დაცულ სამომხმარებლო გამოცდილებას.
„ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ“, ამბობს ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის CEO – “სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ გენერაციული AI-ს ძალას, რათა დავზოგოთ დრო და დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებლები არ გამოტოვებენ რაიმე მნიშვნელოვან საუბარს. დაწყებული თანაკლასელების ჩატით, რომლებიც განიხილავენ სკოლის პროექტებს, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მიერ, შაბათ-კვირის გეგმების განხილვით დამთავრებული, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ წამიერად მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ წაუკითხავთ“.
ფუნქცია ეტაპობრივად ამოქმედდება აშშ-ში, ფილიპინებში, უკრაინაში, იაპონიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში. სულ მალე კი, უფრო მეტი ქვეყანა დაემატება. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android სისტემებზე და ის 50-ზე მეტ ენას კითხულობს.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.