შემდეგი გაჩერება(ახალციხე-ადიგენი) – 1 მარტი

January 22, 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ადიგენის ავტო სადგურის დირექტორი სოსო ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათი სადგურიდან დღეში სხვადასხვა მიმართულებით 8 რეისი სრულდებოდა.

4 ახალციხე-ადიგენი, 3 თბილისი – ადიგენი , 1 – ქუთაისი – ადიგენი. ახლა კი ყველაფერი შეჩერებულია. ის ფიქრობს, რომ  შესზღუდვების განხანგრძლივების საჭიროება არ იყო.

“ამდენი ხანი რომ გადაწიეს ალბათ სერიოზულადაა საქმე, მაგრამ ვფიქრობ არ იყო საჭირო გახანგრძლივება,” – გვეუბნება ბერიძე.

ახალციხის ავტო სადგურის დირექტორმა, ნუგზარ მამუკაშვილმა კი ახალი გადაწყვეტილების შესახებ ჩვენგან შეიტყო.

“არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე პირველად,” – გვითხრა მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალური ტრანსპორტი 28 ნოემბრის შემდეგ აღარ მუშაობს.

Toktv.ge