ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კორონავირუსისგან განიკურნება ლექსით და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების კურთხევით აღნიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გაავრცელა.
“აღარ მაშინებს ვირუსი: pcr მაქვს მინუსი 🙂 “ – წერს მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში.
“გადაწყვეტილი მქონდა და ვასრულებ ამ გადაწყვეტილებას, რომ მოვსულიყავი. მინდა რომ ვაკურთხო ეს საავადმყოფო. ჩემთან არის ასევე მამა ავთანდილი (მჭედლიშვილი). ჩვენ გადავიტანეთ კორონავირუსი და მადლიერების ნიშნად გვინდა ვაკურთხოთ საავადმყოფო,” – ამბობს მეუფე ვიდეოში.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი კორონავირუსით ოქტომბრის ბოლოს დაინფიცირდა. იგი მკურნალობის კურსს ახალქალაქის წმინდა სამების მონასტერში გადიოდა.