ავტორი: მირანდა ფუტკარაია
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფეხის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება,რომლისთვისაც 48 000 ლარია გათვალისწინებული- ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი.
სატენდერო კომისიის აპარატის წევრის თქმით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, გათვალისწინებულია მოედნის ხელოვნური საფარის, განათების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა .
წინადადებების მიღება 22 -25 აპრილამდე იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდნა 60 დღეში უნდა შეასრულოს.
არსებობდა თუ არა აქამდე გარდაბანში ფეხის ჩოგბურთის მოედანი და რა პრიორიტეტის მიხედვით შეირჩა მუნიციპალიტეტში მისი მოწყობა,- კითხვებით მერიის პრესსამსახურს მივმართეთ, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.