მმართველი გუნდის პარტიული სიაში 20 კანდიდატიდან 5 ქალია. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოითხოვს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. პირველი ქალი კანდიდატი, თეა წულუკიანი ირაკლი კობახიძემ სიის მეოთხე ნომრად დაასახელა. სიის მე-8 ნომერი ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილია. მე-10 თბილისის მერის მოქმედი მოადგილე მაია ბითაძე. მე-14 დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი. მეხუთე მარიამ ლაშხი კი სიაში მეცხრამეტე ადგილს იკავებს.
მხოლოდ ერთი კანდიდატი ქალი წარადგინა ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს, 30 კაციანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შორის.
პროპორციული სიის პირველი ოცეული “ქართულმა ოცნებამ” დღეს წარადგინა. მის სათავეში მოქმედი პრემიერი გიორგი გახარი დგას.