უკრაინის მოქალაქე, 5 წლის ილია სიმონენკო ბორჯომის N4 საბავშვო ბაღში ჩაირიცხა. მას დღეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 5 წლის ილია, უკრაინაში ომის გამო, დედასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ბავშვის დედა წარმოშობით ბორჯომიდან არის და ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა.
ბორჯომის მერიის ცნობით, მათ მუნიციპალიტეტშია კიდევ ერთი ბავშვი, რომლის საბავშვო ბაღში მიყვანა იგეგმება.
საომარი მოქმედებების გამო, უკრაინიდან საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდნენ სოფელ აწყურშიც. ოთხი ბავშვი აწყურის საბავშვო ბაღში და საჯარო სკოლაში განაგრძობს სწავლას.