თეა წულუკიანი აბასთუმანში, მედიის გარეშე

February 4, 2022

კულტურის მინისტრის კიდევ ერთი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში კლავ მედიის ინფორმირების გარეშე გაიმართა. ამ შეხვედრის შესახებ მედიამ მას შემდეგ გაიგო, რაც კულტურის სამინისტრომ პრესრილიზი გაავრცელა.

პრესრელიზის თანახმად, თეა წულუკიანი დიდი ზომის სასტუმროების და სამეფო აბანოს მშენებლობას გაეცნო დ კერძო ინვესტორებთან სამშენებლო პროექტების და აბასთუმნის იერსახის შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრა.

აბასთუმანში თეა წულუკიანი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალ დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან და არქიტექტორების სხვა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

უწყებისვე განმარტებით, თეა წულუკიანის შეხვედრამ კერძო ინვესტორებთან ნაყოფიერად ჩაიარა და პირველი ეტაპის პოზიციები შეჯერდა.