500 ლარი ერთი სავარძლისთვის – ასპინძის მერიის ტენდერი 

March 5, 2025

500 ლარიანი 3 და 260 ლარიანი 50 სავარძლის ყიდვას აპირებს ასპინძის მერია, ადმინისტრაციულ შენობაში, საკონფერენციო დარბაზისთვის, – ამის შესახებ მუნიციპალურმა ორგანომ ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია გორგოლაჭებიანი სავარძლებისთვის 20 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს “DENIZO,” -მ მერიას 53 სავარძლის შესაძენად 14 500 ლარი მოსთხოვა. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. 

ამავე დოკუმენტების მიხედვით, 50 სავარძლისთვის 13 000 ლარის, ხოლო დამატებით კიდევ სამი სავარძლისთვის 1 500 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.