55 000-მდე ლარი დაუჯდება ადიგენის მერიას “ადიგენობა 2024”-ს გამართვა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერიას ღონისძიებისთვის 70 000-მდე ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “მიქს-სტუდიომ” სამუშაოებისთვის ზემოხსენებული თანხა შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.
“ადიგენობა” 28 სექტემბერს გაიმართება. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის მოწყობა სხვადასხვა დეკორაციით, მოაწყოს სცენა, სადეგუსტაციო მაგიდები, უზრუნველყოს ტრანსპორტირება და 130 ადამიანზე გათვლილი ვახშამი.
გარდა ამისა, ადიგენის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე იმღერებს ჯგუფი “ბანი” და “მიქსტურა”.
ფოტო: ადიგენის მერია