ახალციხის მერია, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებებისთვის 55 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ზღაპრის გმირებისთვის, სცენის მოწყობისთვის და ფოერვერკებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გეგმავენ წინასაახალწლო ღონისძიება 20 დეკემბერს გამართონ, სადაც მოიწვევენ სხვადასხვა ზღაპრის გმირებს, მოაწყობენ სცენას შესაბამისი აღჭურვილობით და გაუშვებენ ფოერვერკს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გეგმავენ სხვადასხვა სახეობის 80-ზე მეტი ფოერვერკის გაშვებას კონკრეტულად რა თანხის გამოყოფა იგეგმება ამისთვის მითითებული არ არის.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 4 000 ლარზე საახალწლო ტკბილეულისთვის. ასევე, მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებებისთვის 40 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავენ.
საახალწლო ტენდერები ახალციხეში ტკბილეულობისთვის და განათებებისთვის