სამცხე-ჯავახეთში, 6 600 ლარზე მეტი ღირებულების, 1 538 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს და 1 პირი დააკავეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება,” – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.