ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 29 ავტომანქანაა, ხოლო დამატებით მუნიციპალიტეტი 34 არაავტორიზებულ ავტომანქანას იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია გვაწვდის.
ფაქტზე, რომ მუნიციპალიტეტს რეკომენდირებულზე მეტი ავტომანქანა ჰყავს, საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის დასკვნაშიც. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ კი მერიამ 2022 წელს კიდევ 5 ავტომანქანა შეიძინა, ხოლო დამატებით სამისთვის ტენდერი მიმდინარე წელს გამოაცხადა.
ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს, ავტომობილები 65 000, 70 605 და 53 400 ლარად იყიდეს.
აუდიტის 2021 წლის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე.
რა მიზნით იყენებს ახალციხის მერია 63 ავტომანქანას და რამდენად გაითვალისწინა უწყებამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევაში მოცემული რეკომენდაციები? – მერის პასუხი შემდეგია: