ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 1 გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ინფიცირებულების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება:
- ადიგენი – 24
- ასპინძა – 16
- ახალციხე – 18
- ახალქალაქი – 3
- ბორჯომი – 3
- ნინოწმინდა – 1
სამცხე – ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, მათი რაოდენობაა 223 და კიდევ მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა.
ოფიციალური მონაცემებით სამცხე- ჯავახეთში სულ ინფიცირებულია 1329 პირი, რომელთაგან 273 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში 383 და თვითიზოლაციაში 1532 პირია მოთავსებული.
Toktv.ge