ადიგენის მუნიციპალიტეტში, ცხრა აპრილის მემორიალის მიმდებარედ ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერია 65 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გეგმავენ ბილიკების,გარე განათების,სხვადასხვა კონსტრუქციების და პარკინგის მოწყობას.
ამავე დოკუმენტის მიხედვით,ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს “ევრო 222”-მა მიიღო და სამუშაოების შესრულებისთვის მერიას გათვალისწინებულზე 3 000-ზე მეტი ლარით ნაკლები შესთავაზა.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.