653 800 ლარი, იდუმალას შიდა გზისთვს – ტენდერი ასპინძაში

June 24, 2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი იდუმალას შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 653 800 ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ, შპს “ბილტმორმა” და შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2-მა” მიიღო. სამუშაოს შესრულებისთვის შპს “ბილტმორმა” 682 082 ლარი შესთავაზა, შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2” კი-653 800 ლარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში 2021 წელს, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2-მა”  გაიმარჯვა.

საიდან და რომელი პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა გზის რეაბილიტაციისთვის თანხა?კითხვით ჩვენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ მაღრაქველიძეს დავუკავშირდით, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია მერმა კითხვაზე პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვა.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.