70 000-ზე მეტი ლარი აბასთუმანში საცხოვრებელი კორპუსის სახურავისთვის

October 21, 2025

აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისთვის, 70 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, რომლისთვისაც თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, გარდა სახურავისა, დაზიანებულია კორპუსის გარე ფასადიც. იგეგმება თუ არა შენობის რეაბილიტაცია და როდის? – არც ადიგენის მერი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ჩვენს ზარებს არ პასუხობს.