დღეს რვა მარტია, პირველად თარიღი 1909 წელს ამერიკაში აღინიშნა, წელს კი ის მსოფლიოში უკვე 110-ე ჯერ აღინიშნება. 8 მარტი გაეროს მიერ ოფიციალურად საერთაშორისო დღედ არის აღიარებული.
ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. წელს ამ თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.
დღეს თარიღი საქართველოს ქალაქების ნაწილში მშობლების მარშით აღნიშნეს, რომლის მიზანიც არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის შემთხვევათა პრევენცია და მოძალადეთა სასჯელის გამკაცრებაა. მარშს შეურთდნენ ახალციხეშიც.
ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889