ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება:
- 19 ახალციხე
- 28 ადიგენი
- 12 ასპინძა
- 7 ახალქალაქი
- 16 ბორჯომი
- 2 ნინოწმინდა
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, რომ ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთიდან 138 ნიმუში რჩება კვლევაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 156-მდე პირი, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა.
თვითიზოლაციაში 1659 და საკარანტინე სივრცეში 275 პირია მოთავსებული.
რეგიონში სულ ინფიცირებულია – 1912, გარდაცვლილია 17 პაციენტი და გამოჯამრთელებულია 519 პირი.