9 აპრილი

April 9, 2025

ახალციხეში, პროევროპულ უწყვეტ საპროტესტო აქციაზე 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს.

უწყვეტი, პროევროპული საპროტესტო აქციის 85–ე დღე ახალციხეში. მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ კვლავ შეიკრიბნენ უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს. ოფიციალური ცნობებით, დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი – უცნობი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.